Loading data...
კუბის დელეგაციამ დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გაეროს ასამბლეაზე განაცხადა, რომ კომუნისტური რეჟიმი „დაეცემა“

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს განუცხადა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობა „დაეცემა“, კუბის დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრ ბრუნო როდრიგეს პარილიას ხელმძღვანელობით დარბაზი დატოვა.

„ჩემი ადმინისტრაცია ასევე ცდილობს, ფუნდამენტურად შეცვალოს ვითარება კუბაში, სადაც კომუნისტური რეჟიმი უდიდესი ზეწოლის ქვეშაა - ისეთი ზეწოლის, როგორიც აქამდე არასდროს განუცდია. ეს ქვეყანა სრული კრახის წინაშე დგას“, — განუცხადა ტრამპმა შეხვედრაზე დამსწრე ლიდერებს.

„ის მარცხს განიცდის ისე, როგორც არასდროს და ის დაეცემა“, — დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჰავანასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.

„ის აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კუბასთან. ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა მან.