კუბელმა მესაზღვრეებმა ამერიკულ კატარღას ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 4 ადამიანი
კუბელმა მესაზღვრეებმა ამერიკულ კატარღას ცეცხლი გაუხსნა, რომელიც კუბის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდა. კატარღაში მყოფი 4 პირი დაიღუპა და კიდევ 6 დაიჭრა. დაჭრილია ერთი მესაზღვრეც. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კუბის შს სამინისტროს ცნობით, ფლორიდის შტატში რეგისტრირებული კატარღა კუბის ტერიტორიულ წყლებში ფალკონეს-კეის კუნძულის მახლობლად შევიდა. ამ დროს მესაზღვრეთა ხომალდი კატარღაც მიუახლოვდა მისი იდენტიფიცირების მიზნით. ამერიკულ კატარღაში მყოფმა ადამიანებმა კუბელ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს და გემის კაპიტანი დაჭრეს. ოფიციალური ჰავანის ცნობით, კატარღის ეკიპაჟს „ტერორისტული მიზნები“ ჰქონდა. კატარღის ბორტზე 10 შეიარაღებული ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კუბაში უკანონოდ შეღწევას გეგმავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ინციდენტის საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს. მისი თქმით, კატარღის შეღწევა კუბის აკვატორიაში შეერთებული შტატების რაიმე ოპერაციასთან დაკავშირებული არ ყოფილა.