Loading data...
კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა

ისტორიაში პირველად, კუბაში ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეცა.

კუბის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ტემპერატურის რეკორდული კლება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში აღინიშნა.

„დილის 04:00 საათზე, მატანსასის პროვინციაში, ინდიო ჰატუეის მეტეოროლოგიურმა სადგურმა მინიმალური ტემპერატურა 0.1 გრადუსი აჩვენა. ტემპერატურა კვლავ კლებას განაგრძობდა და დილის 07:00 საათზე 0 გრადუსი დაფიქსირდა. ეს მინიმალური ტემპერატურის ეროვნული რეკორდია. წინა რეკორდული ტემპერატურა 0.6 გრადუსი ბაინოას სადგურზე 1996 წლის 18 თებერვალს აღინიშნა“, - წერია კუბის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

მეტეოროლოგებმა განმარტეს, რომ კუბა არქტიკული წარმოშობის ძალიან ცივი და მშრალი ჰაერის მასის გავლენის ქვეშ არის.