„კრიტიკული“ კვირები ელის უკრაინას და ევროპას ტრამპის ინაუგურაციამდე - FT
უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კრიტიკული დღეები ელის. ბევრი რამ არის სასწორზე. სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაა, არამედ თავად ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესები, - წერს Financial Times.
„ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ ომს დაასრულებს...ვარაუდობენ, რომ მან, შესაძლოა, აიძულოს უკრაინა დაამყაროს სამშვიდობო შეთანხმება“, - წერს გამოცემა.
„მაკრონი დასუსტებულია საფრანგეთში პოლიტიკური პროცესების გამო. გერმანია დაკავებულია ფედერალური არჩევნებით და შესაძლოა, ახალი მთავრობა ზაფხულის დასაწყისამდე არ იყოს. ფინანსური მდგომარეობა ყველგან დაძაბულია“, - დასძინა Financial Times-მა.
გაზეთი წერს, რომ ევროპელები ყველანაირად ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინაში მშვიდობის დარეგულირებაში. მაღალი თანამდებობის პირის თქმით, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მოკავშირეებთან ერთად დიდ ბრიტანეთში და ნორვეგიაში, მზად არიან შეინარჩუნონ უკრაინის მხარდაჭერა.
ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მკაფიოდ გამოხატონ ევროპის მზადყოფნა უკრაინის მხარდასაჭერად. მაკრონი, ასევე, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.