Loading data...
კრემლში სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი მიიღო. 

როგორც რუსული მედია წერს, კრემლში უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს. 

უიტკოფი მოსკოვში 6 აგვისტოს ჩავიდა.

„ვნუკოვო-2“-ის აეროპორტში უიტკოფს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ეს უიტკოფის რიგით მეხუთე ვიზიტია. 

ბოლოს თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში 25 აპრილს ჩავიდა, მანამდე კი 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. 

ორივეჯერ პუტინმა მასთან შეხვედრები გამართა.