Loading data...
კრემლში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაგრძელებას „ავტომატური“ უწოდეს

კრემლში აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას გამოეხმაურნენ. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ავტომატურია. 

„გადაწყვეტილება ავტომატურია, ეს არის გაგრძელება“, - აცხადებს პესკოვი. 

19 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის ადრე დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. 

რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები 2022 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინამორბედის, „დემოკრატი“ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით დაწესდა.