Loading data...
კრემლში პუტინისა და ვიტკოფის შეხვედრის შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მორიგ სატელეფონო საუბარს არ გამორიცხავენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის შეხვედრის შემდეგ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ახალი სატელეფონო საუბარი თეორიულად შესაძლებელია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება რუსული მედია. 

„თეორიულად ეს შესაძლებელია, შეიძლება კი, ან არა“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ პუტინისა და ვიტკოფის შეხვედრა ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტისა და ტრამპის სპეცწარმომადგენლის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში დაახლოებით ორი საათია, რაც მიმდინარეობს. 

საუბრის თემა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და უკრაინის ომის მოგვარების ზოგიერთი ასპექტია.