კრემლში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა დასრულდა - „საუბარი მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას შეეხო“

კრემლის ლიდერის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებებმა შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა, დააახლოვონ თავიანთი პოზიციები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რიგ სხვა, საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იყო „კონსტრუქციული“ და „ძალიან სასარგებლო“.
მისი თქმით, საუბარი მოიცავდა მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას.
„რუსულ-ამერიკული დიალოგი ყველაზე აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა უშაკოვმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 2022 წლის გაზაფხულზე შეწყდა. დელეგაციების უკანასკნელი პირისპირ შეხვედრა სტამბოლში 29 მარტს შედგა.
კრემლში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა, დაახლოებით, სამ საათს გაგრძელდა.