1767004159
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში შედგება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ძალიან მალე შედგება, - აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უახლოეს მომავალში. შეგატყობინებთ“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ იმის შესახებ თუ როდის გაიმართება ორი ლიდერის საუბარი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განმარტა, რომ მოსკოვი ფლორიდაში თეთრი სახლის ხელმძღვანელსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებას ელის.
მან დასძინა, რომ პუტინსა და ტრამპს გუშინდელი სატელეფონო საუბრის დროს საშობაო ზავის თემა არ განუხილავთ.