Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სააღდგომო ზავის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან სააღდგომო ზავის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„უმაღლეს მთავარსარდალს დღეის მდგომარეობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აცხადებს პესკოვი. 

ცნობისთვის, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინამ რუსეთს დროებითი სააღდგომო ზავის ამოქმედება შესთავაზა.