1778752696
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთს უახლოეს მომავალში ეწვევა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, პუტინის ჩინეთში ვიზიტისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულებულია და კრემლის ვიზიტის თარიღს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
„საბოლოო დეტალები უკვე დასრულებულია. ეს ძალიან მალე მოხდება“, - დასძინა პესკოვმა.