Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში სრულფასოვანი მშვიდობის დამყარებით და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტით. ამის შესახებ პესკოვმა NBC News- თან ინტერვიუში განაცხადა. 

„მოლაპარაკებები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „რუსეთის მიზანია მომავალი თაობებისთვის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება“.