1780061768
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში პრობლემებს წააწყდება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში პრობლემებს გარდაუვალად წააწყდება. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„ერევანი ადრე თუ გვიან აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც მის მიერ მიღებული ნორმები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოვა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დასძინა, რომ სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა მისი სუვერენული უფლებაა.
„სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა მისი აბსოლუტური სუვერენული უფლებაა, მაგრამ მას არ შეუძლია და არ უნდა გააკეთოს ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ხარჯზე“, - აცხადებს პესკოვი.