1780483047
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით იერიშს პასუხი მოჰყვება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე, სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით იერიშს გამოეხმაურა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, პასუხი სისტემური ხასიათის იქნება.
„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამიზნეები დაბომბეს, მათ შორისაა სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი.