Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთზე უკრაინის ბოლო იერიშები პუტინსა და ზელენსკის პირდაპირი კონტაქტის პერსპექტივას ამცირებს

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვზე თავდასხმა და ბრიანსკის რეგიონში ავტობუსზე დარტყმა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი კონტაქტის პერსპექტივას ამცირებს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. 

„ეს კიევის რეჟიმის ხელმძღვანელსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის პირად კონტაქტთან არ გვაახლოებს“, – განაცხადა იური უშაკოვმა.

ინფორმაციისთვის, 17-18 ივნისს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე იერიშები განახორციელეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონებმა შეტევა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე განახორციელეს.