Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი გრენლანდიას დანიის ნაწილად მიიჩნევს

რუსეთს მიაჩნია, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. 

„გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კუნძული შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლება კი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მოითხოვენ. სიტუაცია უჩვეულოა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მე ვიტყოდი, რომ ექსტრაორდინარულიც კი. ჩვენ მოვისმინეთ როგორც დანიის, ასევე თავად გრენლანდიის განცხადებები, რომ გრენლანდიას არ აქვს განზრახვა, ვინმეს კუნძული მიყიდოს“, - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუნძულის კონტროლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამერიკა ამ რეგიონში პოზიციებს არ გაიმყარებს, მას სხვა გლობალური მოთამაშეები დაიკავებენ.