Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრა არ გაუუქმებია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ სურდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა. 

უშაკოვის თქმით, პუტინისა და რეტკლიფის შეხვედრა თავდაპირველად არც ყოფილა დაგეგმილი.

„არა. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი გეგმები არ ყოფილა. CIA-ს დირექტორი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა,“ - განაცხადა უშაკოვმა გამოცემა Life-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ ნარიშკინი-რეტკლიფის საუბარი კონფიდენციალური იყო.

„ამიტომ, მე უბრალოდ არ მაქვს უფლება განვიხილო მათი არსი, მით უმეტეს, კომენტარი გავაკეთო მათზე“, - განაცხადა იური უშაკოვმა. 

ინფორმაციისთვის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვს 25 აგვისტოს ეწვია. 

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან მოლაპარაკებები გამართა.