Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას, დანარჩენი კი აშშ-ის შიდა საქმეა

„პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას, დანარჩენი აშშ-ის შიდა საქმეა“, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა BBC-ის კორესპონდენტის კითხვას, რომლის თანახმადაც შეცვლის თუ არა აშშ-ის კონგრესის არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი კრემლის გათვლებს უკრაინასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას. პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ჩვენი აზრით, ყველაფერი დანარჩენი შეერთებული შტატების შიდა საქმეა“, - განაცხადა პესკოვმა დასმული კითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ „რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში ამერიკის პოლიტიკურ ვითარებაზე ვერ იქნება დამოკიდებული და მოსკოვი მათ ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს“.