Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი „მალე“ გაიმართება, მაგრამ არა აშშ-ში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი „მალე“ გაიმართება. 

კრემლის პრესმდივანს მოლაპარაკებების თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებების გამართვაზე საუბარი არ ყოფილა.

ერთი დღით ადრე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში შეხვედრის შესახებ განაცხადა. 

სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი, რომელშიც რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ, აბუ-დაბიში გაიმართა. 

მეორე რაუნდის შემდეგ მხარეებმა ტყვეები გაცვალეს.