Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ მაიამიში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნიუ-დელიში, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, იუწყება France24.

პესკოვმა ლიდერების მოსკოვში შეხვედრის შესაძლებლობას შეუძლებელი უწოდა. 

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი მზადაა ზელენსკისთან შეხვედრა ექსკლუზიურად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართოს.

პესკოვს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრის ალტერნატიულ ადგილს.

„არსებობს მზადყოფნა, მასთან მოსკოვში შეხვედრა შევძლოთ“, - განაცხადა პესკოვმა. 

ინფორმაციისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინს მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდეს, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრება.