კრემლში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები ოქტომბერში გაიმართოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს.
„დიახ, ჩვენ ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ. ჩვენ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, სავარაუდოდ საუბარია ოქტომბერზე. ოქტომბერი არ უნდა გამოირიცხოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის განცხადებით, BRICS-ის სამიტზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებას აქტიურად სთავაზობდნენ.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, განიხილებოდა აბუ-დაბიში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაც.
ინფორმაციისთვის, 13 ოქტომბერს კრემლში განაცხადეს, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე უარი თქვა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინს მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდეს, თუ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი დაესწრება.