Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პუტინსა და მაკრონს შორის საუბარი დაგეგმილი არ არის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამად არ აქვს გეგმები ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის კონტაქტების შესახებ.

პესკოვის თქმით, საფრანგეთი და რუსეთი „სამუშაო“ დონეზე ინარჩუნებენ კონტაქტებს. თუმცა, მან დასძინა, რომ მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.

პუტინის პრესმდივანმა ასევე დასძინა, რომ მოსკოვსა და პარიზს შორის სამუშაო ურთიერთობაში ჯერჯერობით არაფერი „აღსანიშნავი“ არ არის.

ცნობისთვის, ერთი დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბრისთვის მზადება ტექნიკურ დონეზე გრძელდება.