1769608810
უცხოეთი
კრემლში ადასტურებენ რომ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პესკოვს დეტალებზე არ უსაუბრია.
„შეთანხმების დეტალების საჯარო განხილვა მხოლოდ მოლაპარაკებებს აზიანებს“, - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე კი, სამმხრივი შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა.
„უკრაინა მაქსიმალურად მომზადებული იქნება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განხილვასა და შეთანხმებას საჭიროებს“, - განაცხადა ზელენსკიმ 26 იანვრის საღამოს მიმართვისას.
სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23 და 24 იანვარს გაიმართა.
ყველა მხარემ შეხვედრა დადებითად და კონსტრუქციულად შეაფასა.