კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი ტრამპს საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსის“ ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური სკოლის შენობიდან ურეკავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსის“ ტერიტორიაზე არსებული მუსიკალური სკოლის შენობიდან ესაუბრება.
ინფორმაციას კრემლიც ადასტურებს.
მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სოჭში იმყოფება.
ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.