Loading data...
კრემლის ცნობით, პუტინი ირანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან.

„პუტინი რეგიონში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობებს გააგრძელებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ირანის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ პეზეშკიანმა პუტინს „რუსეთის პოზიციისთვის“ მადლობა გადაუხადა და დასძენენ, რომ „აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის როლი და პირდაპირი ჩართულობა ირანში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში აშკარაა“.

კრემლის ინფორმაციით, მანამდე პუტინმა ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.