Loading data...
„კრემლის ჯალათს მიზნები არ შეუცვლია“ - ლატვია გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას მასობრივი რუსული დაბომბვის შემდეგ, რომლის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.

ბრაჟეს თქმით, „სანამ მსოფლიო შობისთვის ემზადება, რუსეთი უკრაინაში ბავშვების, ქალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად რაკეტებს ამზადებს“.

„რუსეთი ომს ნიშნავს და არა მშვიდობას. კრემლის ჯალათს თავისი მიზნები არ შეუცვლია. დეზინფორმაციული კამპანიები რუსეთის ქმედებებს ვერ მალავს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - დასძინა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.