Loading data...
კრემლი ცდილობს ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით დადგენილ ვადაზე უარი ათქმევინოს“ - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

კრემლი ცდილობს თეთრი სახლის ლიდერს უკრაინასთან დაკავშირებით დადგენილ ვადაზე უარი ათქმევინოს“, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია ნათქვამი. 

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა მაგალითად მოიყვანეს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გამოხმაურება, რომელმაც X-ზე ინგლისურენოვან ანგარიშში აღნიშნა, რომ„ ტრამპს არ შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დროის განსაზღვრა და რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი თავის ყველა სამხედრო მიზანს მიაღწევს“.

ISW-მ ასევე ხაზი გაუსვა კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომ „რუსები გააგრძელებენ ომს უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი ინტერესების დასაცავად, თეთრი სახლის ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული ახალი ვადის მიუხედავად“.

„კრემლი არ არის დაინტერესებული უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოლაპარაკებებით და ცდილობს მის გაჭიანურებას ბრძოლის ველზე დამატებითი უპირატესობის მოსაპოვებლად,“ - აცხადებენ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები. 

ცნობისთვის, 2 კვირის წინ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს 50-დღიანი ვადა მისცა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად. პრეზიდენტმა ტრამპმა 29 ივლისს პუტინისთვის მიცემული ვადა შეამცირა და თქვა, რომ „პუტინს  10 დღის ვადა აქვს“.