1791490087
უცხოეთი
კრემლი: რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს
„რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ნაწილობრივ მოგვარებას მხარს არ უჭერს“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
აღნიშნული განცხადება კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ინდოეთმა კიევს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზა, რომელიც ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებას, შავი ზღვის პორტების მეშვეობით მარცვლეულისა და ენერგორესურსების შეუფერხებელ მიწოდებასა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოიცავდა.
„ჩვენ სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონფლიქტის ნაწილ-ნაწილ გადაწყვეტის მომხრე არ ვართ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ „რუსეთს უკრაინაში ყოვლისმომცველი შეთანხმება სურს.“