Loading data...
კრემლი - რუსეთი სანქციებთან მიმართებით დიდწილად ადაპტირდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. 

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანქციებთან მიმართებით რუსეთი დიდწილად ადაპტირდა.

„რუსეთის წინააღმდეგ 30 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სანქცია დაწესდა. რა თქმა უნდა, რუსეთი სანქციებთან მიმართებით დიდწილად ადაპტირდა და მათი ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციისთვის გზები იპოვა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ ხელი მოაწერა.