კრემლი: პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად შეხვედრაზე უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გადაწყვეტილებები განიხილა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
უშაკოვის თქმით, ამერიკელი წარმომადგენლები ამ ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ.
„მათ არა მხოლოდ გამოხატეს ტრადიციული ინტერესი საბრძოლო მოქმედებების სწრაფი დასრულების მიმართ, არამედ გამოკვეთეს რიგი იდეები შეთანხმების შესაძლო გზებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უშაკოვმა.
უშაკოვის შეფასებით, მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის უაღრესად სასარგებლო იყო.
„შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
უშაკოვის თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა.
მან ასევე საბრძოლო ზონაში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია წინ მიიწევს.