Loading data...
კრემლი: პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის მიერ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტი იყო. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს. 

„ნოვგოროდის რეგიონში რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პესკოვის თქმით, დასავლური მედიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობები უარყონ თავდასხმის მცდელობა, აზრს მოკლებულია.

ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინის ქმედებები ასევე ძირს უთხრის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას. 

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება ტყუილია.