1780926792
უცხოეთი
კრემლი: კიევის რეჟიმი ცდილობს სამშვიდობო პროცესის შეფერხებას ისეთი დანაშაულებით, როგორიცაა ყირიმში მატარებელზე თავდასხმა
„კიევის რეჟიმი ცდილობს სამშვიდობო პროცესის შეფერხებას ისეთი დანაშაულებით, როგორიცაა ყირიმში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმა“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებია“, - განაცხადა პესკოვმა მოსკოვი-სიმფეროპოლის სამგზავრო მატარებელზე დრონით იერიშთან დაკავშირებით.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კიევის ქმედებები „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ართულებს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს“.
„თქვენ ხედავთ, რომ თავად კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის შესაფერხებლად“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.