კრემლი G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის შესახებ: ჩვენ ამას ვაფასებთ, საკითხს კი განვიხილავთ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვიეს.
პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა პუტინი მოწვევას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ახალ შეხვედრას მოიცავს.
„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენ ამას ვაფასებთ, საკითხი კი განხილული იქნება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
23 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიიწვიეს.
რუბიოს თქმით, იმედი აქვს, პუტინი მიწვევას მიიღებს.
„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოვიწვიეთ“, - აღნიშნა რუბიომ.