1736773213
უცხოეთი
კრემლი - ბევრი ქვეყანა მზადაა გახდეს პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების პლატფორმა, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ჰიპოთეზური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ბევრი ქვეყანა გამოთქვამს.
„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს მომსახურებას იმის თაობაზე თუ სად შეიძლება შედგეს პრეზიდენტების ჰიპოთეზური მოლაპარაკება. მიგვაჩნია, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - აცხადებს კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.
პუტინმა ტრამპის შესახებ თქვა, რომ მას ძალიან საინტერესო ადამიანად მიიჩნევს.