Loading data...
კრასნოდარში უკრაინული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა - რუსული მხარე

უკრაინული დრონი პრიკუბანსკის რაიონში ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, - ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი იუწყება.

რუსულმა მხარემ მანამდე კი გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 

დარტყმის შედეგად შესაძლო დაშავებულების შესახებ ოპერატიული შტაბი ინფორმაციას არ ავრცელებს. 

როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაგანროგზე უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და რვა ადამიანი დაშავდა.