1764918570
უცხოეთი
კრასნოდარის მხარეში უკრაინულმა დრონებმა საზღვაო პორტი დააზიანეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ტემრიუკის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ოპერატიული შტაბის ცნობით, შეტევის შემდეგ პორტში ხანძარი გაჩნდა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ტელეგრამ-არხების ცნობით, პორტში საწვავის რეზერვუარებს ხანძარი გაუჩნდათ.
ასევე უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.