Loading data...
კრასნოდარის მხარეში დამბის დანგრევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კრასნოდარის მხარის 4 დასახლებაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარე ყუბანზე მდებარე დამბის დანგრევის გამო მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ ტროიცკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე არსებობს. წყალდიდობა 6 ათასამდე ადამიანს ემუქრება. ასევე დატბორილია 4,3 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა.

ყუბანის მდინარეზე დამბა 4 ივნისს, ღამით დაინგრა, დამბა დაახლოებით 80 მ-ზე არის დაზიანებული. მისი რემონტი მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.