Loading data...
კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე 31 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4 დაღუპული ადამიანის ცხედარი მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. 

5-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ორი შესასვლელი განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. 

31 ივლისს შუადღისას რუსულმა ძალებმა კრამატორსკში 5 სართულიან შენობაზე იერიში მიიტანეს. 

შენობის ნახევარი მთლიანად განადგურდა.