კრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს.
მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩარის განცხადებით, ექიმები 12 ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.
„საავადმყოფოებში გრძელდება სიცოცხლისთვის ბრძოლა. უნდა აღინიშოს, რომ დაშავებულთა შორის 12 ადამიანს მდგომარეობის შეფასების მხრივ წითელი სტატუსი აქვს, ანუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დაღუპულია არა ხუთი, არამედ ექვსი, ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა,” - განაცხადა კლეჩარმა.
როგორც პოლონური მედია წერს, 7 ნოემბერს დაახლოებით 15:00 საათზე, მძღოლი მანქანით კრაკოვის საბაზრო მოედანზე შევარდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ჩაფხუტი და ნიღაბი ეკეთა.
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის პოლონელია ქალაქ ოსტროვეციდან.