Loading data...
კრაკოვის ცენტრში სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავე ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. 

კრაკოვის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სროლაში ეჭვმიტანილი. დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი.

„კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლა იყო, ცეცხლი გამვლელი მანქანიდან გახსნეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხალხს მოვუწოდებ, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს,” - განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა.

ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივი.