Loading data...
„ყოველთვის მშვიდობისმყოფელი“: როგორ გადაწყვიტა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის შეჩერება? - CNN

„ყოველთვის მშვიდობისმყოფელი: როგორ გადაწყვიტა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის შეჩერება? - წერს CNN და მკითხველს კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას უზიარებს. 

როგორც მედია საშუალება აღნიშნავს, ტრამპმა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი დრო დაუთმო ფიქრს, ვიდრე მთელი პრეზიდენტობის მანძილზე. კანადაში, G7-ის სამიტზე ყოფნისას, ის მუდმივად ეცნობოდა ისრაელ/ირანის გარშემო მიმდინარე საკითხებს და თანაშემწეებისგანაც ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას.

„როგორც ჩანს, ტრამპს გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რათა გადაეწყვიტა დაერტყა თუ არა ამერიკას ირანისთვის და საბოლოოდ, ეს აზრი უკუაგდო“, - იწერება მედიაში. 

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა საზოგადოებას განცხადება გააცნო, სადაც დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილებას, ორი კვირის განმავლობაში მიიღებდა.

„აშშ-ის პრეზიდენტი ამ დროის დიდ ნაწილს თავდასხმის გეგმების განხილვასა და თითოეული მათგანის პოტენციური შედეგების შესახებ, ოფიციალური პირების გამოკითხვაში ატარებს“, - წერს CNN.

ეს, ასევე, მმართველი პარტიის სხვადასხვა ფრაქციას საშუალებას აძლევს საკუთარი პოზიცია გააცნონ პრეზიდენტს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. 

როგორც მედია საშუალება იუწყება, დონალდ ტრამპი ვარიანტებს ძირითადად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფსა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინთან ერთად განიხილავს. ასევე, ირკვევა, რომ ამერიკის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში, მიმოწერას აწარმოებდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან. ოფიციალური პირები ცდილობდნენ შეერჩიათ ადგილი, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლობა დიპლომატიური დიალოგის გამართვას შეძლებდა.