Loading data...
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

კოსოვოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევამ“ გაიმარჯვა. კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,8% მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

შესაბამისად, ეს პარტია ახალ პარლამენტში ადგილების თითქმის ნახევარს იღებს და ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად სამთავრობო უმრავლესობას შექმნის.

ოპოზიციურმა „კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ“ და „კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ“ მე-2 და მე-3 ადგილები აიღეს. მათ ხმების 21% და 13,6% მიიღეს. მეოთხე ადგილზე გავიდა „კოსოვოს მომავლის ალიანსი“, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი უდგას სათავეში.

მმართველი პარტიის მომხრეებმა პრიშტინაში ეს გამარჯვება სიგნალებით და ფოიერვერკებით აღნიშნეს. თავად პრემიერმა კურტიმ კენჭისყრას „თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული“ უწოდა.