Loading data...
კოსმოსური სადგური „კოსმოსი-482“ ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა

საბჭოთა ავტომატური კოსმოსური სადგური „კოსმოსი-482“, რომელიც დედამიწის გარშემო 1972 წლიდან დაფრინავდა, დედამიწის ატმოსფეროში შევიდა და ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

„აპარატი დედამიწის ატმოსფეროში, მოსკოვის დროით, 9.24-ზე შევიდა და ჯაკარტას დასავლეთით, ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა“, - განაცხადეს „როსკოსმოსში“.

დედამიწაზე კოსმოსური აპარატის დაცემამდე მიმდინარეობდა მისი კონტროლი კოსმოსურ სივრცეში საშიში სიტუაციების გაფრთხილების ავტომატიზებული სისტემის მიერ.

„კოსმოსი-482“ კოსმოსში 1972 წლის მარტში გაფრინდა. ის ვენერაზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ავარიის გამო, აპარატი დედამიწის მაღალ ელიპტიკურ ორბიტაზე დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ, აპარატმა დაშვება დაიწყო და საბოლოოდ ატმოსფეროში შევიდა.