ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი: ომის პარტია (დემოკრატები) წავა ნებისმიერთან, რომლისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის
ამერიკელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ პოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვინც მას ყველაზე მეტ სისხლს შესთავაზებს.
მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია დიკ ჩეინი, რომელიც შეცდომით ითვლებოდა, როგორც ტრადიციული ღირებულებების უკიდურესი დამცველი, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მან დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის, რათა საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილოს. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, რომელიც არასწორად განიხილება, როგორც უკიდურესი კონსერვატორი - მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს პრეზიდენტად. გაუგზავნის თუ არა მას ტრამპი მადლობის წერილს?“, - წერს ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი X-ზე.
It should be no surprise that the war party will go to whatever host it anticipates will provide the most blood to feed its cravings.
— Ron Paul (@RonPaul) September 9, 2024
Former VP Dick Cheney - wrongly viewed as an arch-conservative - has endorsed Kamala Harris for president.
Will Trump send him a thank you… pic.twitter.com/WAq2HPg3TU