ყოფილი ევროპარლამენტარი რობ როოსი: NGO - ეს არის ყველაზე დიდი აფერა, არანაირი შემოწმება, არანაირი ბალანსი, არანაირი ზედამხედველობა, უბრალოდ უკონტროლო ძალაუფლება, შენიღბული როგორც „სამოქალაქო საზოგადოება“
ყოფილი ევროდეპუტატი ნიდერლანდებიდან რობ როოსი სოციალურ ქსელ X-ში არასამთავრობო სექტორის საქმიანობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ NGO-სექტორი არის ყველაზე დიდი აფერა.
„NGO - ეს არის ყველაზე დიდი აფერა, რომელსაც თვალს ვადევნებთ. NGO - ეს არის მთავრობების მარიონეტი, რომელიც ფინანსდება იმ პროგრამების განხორციელებისთვის, რის გაკეთებაც სახელმწიფოს მოსახლეობის ნების გვერდის ავლით ლეგალურად არ შეუძლია. არანაირი შემოწმება, არანაირი ბალანსი, არანაირი ზედამხედველობა. უბრალოდ უკონტროლო ძალაუფლება, შენიღბული როგორც „სამოქალაქო საზოგადოება“, - დაწერა მან.
ყოფილმა კანონმდებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროკომისიამ მილიარდობით დოლარით დააფინანსა არასამთავრობო სექტორი, რათა გვერდი აუაროს დემოკრატიას და ყოველ დღე იქადაგოს „კანონის უზენაესობა“ და „ევროპული ღირებულებები“.
NGO's, the greatest scam in plain sight indeed.
— Rob Roos 🇳🇱 (@Rob_Roos) December 29, 2025
NGOs are just government proxies, funded to push agendas the state can’t legally execute and to circumvent the will of the people.
No checks. No balances. No oversight. Just unregulated power masquerading as “civil society.”
The… https://t.co/Fr3sSXmg6C pic.twitter.com/0p0u2GCODH