კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში
რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ.
მისი თქმით, ევროკავშირისგან თავის დაღწევის და როგორც ევროპული ქვეყნების, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დროა.
„ევროპული ერები იმსახურებენ მათი სუვერენიტეტის პატივისცემას, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში“, - წერს კონგრესმენი X-ზე.
European nations deserve to have their sovereignty respected, yet the EU often punishes countries that step out of line with its policies. It’s time to ditch the EU and restore sovereignty to individual nations, in Europe and across the globe. pic.twitter.com/VJGVVw9uLJ
— Rep. Anna Paulina Luna (@RepLuna) February 10, 2026