Loading data...
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის კანონპროექტი გამოაქვეყნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის კანონპროექტი გამოაქვეყნა. ის კიევისთვის 60 მლრდ. დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტი

ATACMS-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კანონპროექტზე კენჭისყრა 20 აპრილისთვის არის დაგეგმილი. დახმარების პაკეტი სამ ნაწილად არის დაყოფილი - უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების კანონპროექტები. მათზე კენჭისყრა ცალ-ცალკე გაიმართება.

60 მილიარდიანი დახმარებიდან 23 მილიარდი დოლარი აშშ-ის იარაღის მარაგების შევსებას მოხმარდება, 14 მლრდ. კიევისთვის შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება. 11 მლრდ. რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს მოხმარდება, ხოლო 26 მლრდ. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე და მის გაკონტროლებაზე დაიხარჯება.