Loading data...
კონგოში ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 933-მდე გაიზარდა - გარდაიცვალა 245 ადამიანი

კონგოს რესპუბლიკაში ებოლას დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 933-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 245 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, იტურის პროვინციაში, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ჟურნალისტებთან საუბრისას კონგოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ებოლას სამკურნალო ცენტრებიდან 80 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. 

მინისტრის თქმით, დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოში ებოლას აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. 

ებოლა გასცდა კონგოს საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.

ებოლას ვირუსი 1976 წელს აღმოაჩინეს. ებოლას ვირუსს სისუსტე, ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს.