Loading data...
კომიშუვახაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 55-მდე გაიზარდა - უკრაინული მხარე

ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სამძებრო ოპერაციების დროს, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 9 დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს. იტყობინება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.

„სოფელ კამიშევახაში დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში 2 ნოემბერს რუსეთმა იერიში მიიტანა. კომიშუვახა ფრონტის ხაზზე მდებარეობს.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დარტყმის სამიზნე ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სკოლის შენობაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ.

ხელისუფლების ცნობით, დარტყმები სამტონიანი ბომბებით განხორციელდა.

რუსეთს კომიშუვახაზე საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ადგილზე უკვე მეექვსე დღეა  სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

„საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები და კინოლოგები განმეორებითი დარტყმების საფრთხის მიუხედავად მუშაობენ“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილო სემიკინმა.