Loading data...
კოლუმბიის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი ამაზონის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა - ბორტზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

კოლუმბიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორშაბათს, ამაზონის სამხრეთ რეგიონში, სამხედრო თვითმფრინავის მონაწილეობით ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავში 110 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ინფორმაციას independent ავრცელებს.

მედიის ცნობით, Lockheed Martin C-130 Hercules-ი ტიპის თვითმფრინავი პუერტო ლეგუისამოდან აფრენის შემდეგ, მალევე ჩამოვარდა. აღნიშნული ტერიტორია ამაზონის ტყეების სიღრმეში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარეობს.

თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, თვითმფრინავში სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ამასთან, სანჩესმა განმარტა, რომ „დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“.